დახურვა
დახურვა
ახალი გადაცემა „ყვითელი მიკროფონი“და პირველი სტუმარი დალი ჩიტალაძე

ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე რადიო“დარდიმანდის“ პირდაპირ ეთერში ახალი გადაცემა“ყვითელი მიკროფონი“ გავა. გადაცემის წამყვანი რუსკა ხვედელიძე გახლავთ, რომელმაც რიგით პირველ სტუმრად მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე მიიწვია.

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა „Mercedes Benz Fashion Week” მოდის კვირეული, შესაბამისად, „ყვითელი მიკროფონის“ სტუმარმა 2018-19 წლის მოდურლუქებზე და წლევანდელ მოდის ტენდენციებზე ისაუბრა. ასევე  გვირჩია, თუ რა სინთეზურ ტანისამოსზე შევაჩეროთ არჩევანი. აღმოჩნდა, რომ ვინტაჟური სამოსი წლევანდელი მოდის ექსპერტებისთვის ერთ-ერთი

გამორჩეული სტილია:„კვლავ ძალიან აქტუალური გახდა ერთი ფერის სამოსის არაორდინალური შეხამება, მაგალითად: წითელი და ვარდისფერი“

მოდის ექსპერტს ცნობილი ადამიანებიდან თავისი რჩეულიც ჰყავს, მოსწონს კახი კალაძის ჩაცმულობის სტილი და თვლის, რომ  მისი მეუღლე, მოდელი ანუკი არეშიძე, გემოვნებიანად ირგებს სამოსს.

დალი ჩიტალაძის გარდერობში ქართველი  დიზაინერების ლუქები  გამორჩეულად ჭარბობს :“მყავს ჩემი რჩეული დიზაინერებიც: მაკა კვიციანი,დათუნა სულიკაშვილი და

ავთანდილ ცქვიტინიძე.“

გადაცემის მეორე ნაწილში „ყვითელი მიკროფონის“ სტუმარმა ქალბატონებს

ჩაცმულობით მამაკაცის ყურადღების მიპყრობის რამდენიმე ხრიკიც გაუმხილა,მისი თქმით, მთავარია ინდივიდუალიზმი და ელეგანტურობა, ისე უნდა შეიმოსოს ქალბატონი, რომ ბოლომდე გამოცანად დარჩეს.„თუ გინდა მამაკაცისთვის იყო შეუცვლელი, მუდმივად უნდა იცვლებოდე“, ეს სიტყვები ერთხელ შანელმა თქვა და სამყაროს ქალბატონებმაც მალევე აიტაცეს, დალი ჩიტალაძის აზრით, არ არსებობს სტილი, რომელსაც ქალბატონი ვერ მოირგებს და ამავდროულად, ყოველთვის განსხვავებული იქნება: “მუდიმივად ვცდილობ ყველანაირი სტილი მოვირგო და ადამიანებისთვის უფრო საინტერესო გავხდე.“ მისი აზრით, არ არსებობს ქალი, რომელსაც სხეულის რომელიმე ნაწილი გამორჩეულად ლამაზი არ ჰქონდეს, ამიტომ ტანისამოსის შერჩევის დროს, აუცილებელია სწორედ მას გავუსვათ ხაზი და მეტად გამოვკვეთოთ. თუ გაქვთ შავი კაბა, რომელიც უკვე მოგწყინდათ, საკმარისია ლამაზ, ფერად კოლგოტკზე ჩაიცვათ და  ერთ დროს თქვენთვის საყვარელ შავ, ელეგანტურ კაბას  ხელთა

ვიდან შეიყვარებთ:“ძალიან მომწონს დღევანდელი ახალგაზრდების ჩაცმის სტილი,მათში ნამდვილად იგრძნობა ინდივიდუალიზმის განცდა, რაც ძალიან მახარებს, ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გეცვას ის,რაც გიხდება.“

 

მარიამ ნებიერიძე

რადიო „დარდიმანდი“. 2018წელი.

 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00