18 ნოემბერს, 13:00 საათზე ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის წიგნის „უკან მომავალში“ პრეზენტაცია გაიმართება.
საღამო საქველმოქმედო ხასიათისაა, ადგილზე რეალიზებული წიგნების სრული თანხა გადაირიცხება სოციალურ პროექტში „ვაჩუქოთ ღიმილი ბავშვებს.“
ნაწარმოები „უკან მომავალში“ დოკუმენტურ-ისტორიული რომანია, რომელიც ნაწილობრივ ფანტასტიკის ჟანრში ვითარდება: - 2008 წლის ცხინვალის ომის დროს შვილმოკლული მამა, სოსო შუბითიძე, 20 წლის ჯარისკაცი შვილის, აჩოს დაკარგვით მიღებული ფსიქოლოგიური სტრესის გავლენით - წარსულში, 90-ანი წლების საქართველოში, დღეს რეალური საოკუპაციო ხაზის ადგილიდან მოხვდება.
წიგნის ავტორი - ხსნის საკუთარ დახურულ არქივებს და მკითხველს, ადვილად წასაკითხი და აღსაქმელი რომანის ფორმატით 90-იანი წლების საქართველოს დღემდე ბევრ საიდუმლო ისტორიას სთავაზობს.
წიგნის შესახებ უფრო ვრცლად 18 ნოემბერს
თავად ავტორი ისაუბრებს.
მარიამ ნებიერიძე.
რადიო „დარდიმანდი“ . 2018წელი.