მომღერალ ქეთი ფარესაშვილის მუსიკალურ კარიერაში სიახლეებია, ამის შესახებ შემსრულებელმა რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა- „ყვითელ მიკროფონში“ ისაუბრა.
გადაცემის სტუმარმა თავის ახალ ალბომზე გვიამბო, რომელშიც ქართული ქალაქური და ხალხური სიმღერების ნაზავი იქნება წარმოდგენილი. მომღერალი ახალ მუსიკალურ კომპოზიციებზე მიშა მდინარაძესთან ერთად მუშაობს: “მინდა ზოგიერთ მათგანზე კლიპიც გადავიღო, სიხარულით შემიძლია ვთქვა,რომ ყველა სიმღერაში ჩემი ხასიათი ჩანს,ზოგადად, ძალიან მიყვარს სიახლეები, ერთფეროვნება მალე მბეზრდება, ამიტომ, ვცდილობ, რეპერტუარი მუდმივად შევცვალო.“
ექსკლუზიურად რადიო“დარდიმანდის“ პირდაპირ
ეთერში გახდა ცნობილი, ქეთი ფარესაშვილის პროდიუსერის
ვინაობაც, ის ცნობილი მომღერალი დათო ხუძჯაძეა :“ვეცდებით ერთად მსმენელს საინტერესო სიახლეები შევთავაზოთ.“
როგორც ჩანს, მომღერალს დიდი მუსიკალური გეგმები აქვს, თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელიც შემსრულებლის აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას აპროტესტებს, შვილია :“სხვადასხვა კლუბში მუდმივად მაქვს კონცერტები, ჩემი შვილი ამ ყველაფერს სიხარულით ვერ ხვდება, ერთხელ, სცენაზე ამოვიდა და მთხოვა სახლში წავსულიყავით.“
ასე რომ დაველოდოთ ახალ წელსა და ქეთი
ფარესაშვილის ახალ ნამუშევარს.
მარიამ ნებიერიძე.
რადიო „დარდიმანდი“ . 2018 წელი.