მომღერალმა ნოდიკო
ტატიშვილმა ერთგულ თაყვანისმცემლებს რიგით ბოლო ნამუშევარი წარუდგინა.
კლიპში მონაწილეობა
მომღერლის მეგობრებმა მიიღეს, ვიდეორგოლში მრავლადაა ქორეოგრაფიული ნომრებიც.
აქტიური დღის მიუხედავად, მომღერალმა კლიპის პრეზენტაციანდე რამდენიმე საათით ადრე რადიო „დარდიმანდთან“ გასაუბრება მაინც მოახერხა: „ ყოველთვის, როცა შემს ახალ ნამუშევარს მაყურებელი პირველად ისმენს, ვნერვიულობ, კომპოზიცია ჩემ მეგობართან ერთად შემთხვევით აღმოვაჩინე, ძალიან მომეწონა და მისი ჩაწერაც მალევე გადავწყვიტე, ვიდეორგოლის მთავარი როლისთვის ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი მსახიობი ნანუკა გულუა შევარჩიე.“
კლიპი ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, სიმღერის მუსიკალურ პროდუსინგზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. მომღერალმა ახალი ნამუშევარი „Bravo Record_ში“ ჩაწერა.
მარიამ ნებიერიძე
რადიო „დარდიმანდი“. 2018წელი.