დახურვა
დახურვა
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

 

თბილისის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კინომოყვარულები ფილმებს რამდენიმე სექციაში იხილავენ, წლევანდელი ფესტივალის თემატიკა ლიტერატურაა, შესაბამისად მაყურებელი სექციაში „ლიტერატურასა და კინოში“  მწერლებზე გადაღებულ ფილმებს შეაფასებენ.

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს მაყურებლები ფესტივალისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით ბოლო პერიოდის აღიარებულ იტალიურ ნამუშევრებს იხილავს.

ქართული ფილმების კატეგორიაში 4 მხატვრული ფილმი : გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“ და დიტო ცინცაძის „ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა“ იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც კინოკრიტიკოსები შეაფასებენ.

ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო სექციების გამარჯვებული ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსსა და “ქართულ პანორამაში“ გამოვლინდება.

კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა.

 

მარიამ ნებიერიძე

რადიო „დარდიმანდი“. 2018წელი.

 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00