დახურვა
დახურვა
მომღერალი ანდრია გველესიანი მუსიკალურ ალბომზე მუშაობს

მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ქართველ მსმენელს სიახლეებს სთავაზობს. როგორც რადიო „დარდიმანდთან“ საუაბარში აღნიშნა, ის თავის პირველ ალბომზე მუშაობს, რომელშიც საავტორო სიმღერების ნაკრები შევა.

 

„ალბომისთვის სამი საავტორო სიმღერა უკვე მზად მაქვს, მუშაობას ვაგრძელებ, სავარაუდოდ, ამავე ალბომში შევა სიმღერა „თოლია“-  ახალი ინტერპრეტაციით  და დაედება ამ კომპოზიციის  ძველ ვერსიაზე გადაღებულ ვიდეორგოლს, რომელშიც ჩემს მეუღლეს ხელს ვთხოვ.“

 

მომღერლის თქმით, „თოლიას“ შექმნის შთაგონება რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათათ ლივინგსტონის“ მოთხრობიდან ეწვია, რაც  სიმღერის პირველ სტროფშიდაც ჩანს: „ცაზე თოლია მზის სხივებს გამოყჰოლია,უნდა რომ მისწვდეს სამყაროს, რომელიც  მისგან შორია.“ ამბობს, რომ ეს სიმღერა თავისუფლებასა და სიყვარულს მიეძღვნა. ანდრია გველესიანის თქმით, მუსიკალური რგოლის ახალი ვერსიის პრეზენტაცია მალე გაიმართება.

 

მომღერალი სცენაზე ხშირ შემთხვევაში მარტო მუსიკოსის ამპლუაში არ ევლინება მაყურებელს, ის ამ ჟამად „ახმეტელის“ თეატრის დასის მსახიობია :“ცოტა ხნის წინ გვქონდა „ბრუტუსისა“ და „ჰელადოსის“ პრემიერა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა,ვმუშაობთ ახალ სპეკტაკლზეც „მეფე ლირი“, მას მაყურებელი მალე იხილავს.“

 

მარიამ ნებიერიძე

რადიო „დარდიმანდი“ . 2018 წელი.

 

 

 

 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00