ტელეწამყვანი
ნანიკო ხაზარაძე გათხოვდა, მისი რჩეული ლევან მათითაშვილია.
როგორც
ცნობილი გახდა, წყვილი დიდი ხანია ხვდება ერთმანეთს, მათ საზოგადოების თავშეყრის
ადგილებში ხშირად ხედავდნენ, თუმცა ტელეწამყვანი პირად ცხოვრებაზე იშვიათად
საუბრობდა. ამ ჯერად კი მეგობრების მილოცვებს სიხარულით იღებს.
ნანიკოსთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი
მეუღლისგან მას ქალიშვილი ლილუ ჰყავს.