მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში მოხვდა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოზარდმაყურებელთა თეატრი ავრცელებს:"ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ - გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა, ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება.“ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ სპეკტაკლში მთავარ როლს, კახი კავსაძის ნაცვლად , მსახიობის ვაჟი -ირაკლი კავსაძე ითამაშებს.
მარიამ ნებიერიძე
რადიო „დარდიმანდი“ . 2018წელი.