მომღერალი ნინი შერმადინი ახალ სიმღერებზე მუშაობს, ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ქართველ კოლეგებს წარუდგინა და კარგი შეფასებებიც მიიღო.
როგორც რადიო „დარდიმანდთან“ საუბარში აღნიშნა , ამ ჟამად კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე მუშაობს,რომელსაც ქართველი მსმენელი მალე იხილავს : „ამ სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებასაც ვგეგმავ, მთავარია, მუშაობას მალე მოვრჩე, საკმაოდ ნაყოფიერი წელი მქონდა, საქართველოში დაბრუნებისთანავე მსმენელისგან დიდი სითბო ვიგრძენი, რამაც სტიმული მომცა.“
მომღერალი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, ამბობს,რომ საქართველოში ყოფნის პერიოდი გაუხანგძლივდა, მაგრამ შტატებში დაბრუნებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს :„ამერიკამ ჩასვლისთანავე დიდი გასაქანი მომცა, პრაქტიკულად მიშვილა და ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟღავნების საშუალება მომეცა.“
მარიამ ნებიერიძე
რადიო „დარიმანდი“ . 97.1