დათო არჩვაძე სოლო კონცერტს 16 დეკემბერს გამართავს, მომღერალს ერთ წლიანი მუსიკალური პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა ამ დროში ახალ კომპოზიციებზე მუშაობდა, დააგროვა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა და სწორედ თექვსმეტი დეკემბრის საღამოს ერთგული მსმენელის წინაშე განახლებული კომპოზიციებით წარსდგება.
ამავე საღამოზე მაყურებელი პირველად იხილავს დათო არჩვაძის, მისი კვარტეტისა და მარიამ კობეშავიძის ერთობლივ ნამუშევარს, მომღერალმა დაგეგმილ სოლო კონცერტსა და სამომავლო გეგმების შესახებ რადიო “დარდიმანდთან” ისაუბრა.
ბატონო დავით, ცნობილია , რომ თქვენს სოლო კონცერტზე ახალი კლიპის პრემიერა შედგება , კიდევ რას უნდა ელოდოს ამ დღეს მსმენელი?
“ეს იქნება ახალი და ძველი კომპოზიციებით გაჯერებული ლამაზი საღამო, ვეცდებით, ჩვენი განწყობა მთელ ქალაქს გადავდოთ იმ ადგილიდან,რომელიც მეტეხს გადმოჰყურებს და თბილისის ყველაზე ლამაზი დეხი იშლება, ვცდილობ, ჩემი სოლო კონცერტები ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავდებოდეს, ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა , ერთ-ერთი მათგანია სწორედ ის სიმღერა,რომე
ლიც ჩემ კვარტეტთან და მარიამ კობეშავიძესთან ერთად ჩავწერე,ამავე სიმღერის ვიდეორგოლზე ლევან აბულაძემ იმუშავა, რომელმაც უკვე კარგად ცნობილი - “ფრთამოტეხილი მაფშალიას” კლიპი გადაიღო. ახალი სიმღერის ლექსის ავტორი ბიჭი ივანიშვილია, არ შემიძლია არ ვახსენო დავით კობეშავიძე, რომელმაც კლიპის გადაღება მატერიალურად უზრუნველყო”.
სანამ კლიპისა და სიმღერის პრემიერა შედგება, იქნებ გვითხრათ, რაზეა სიმღერა და როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა შეიყვაროს მსმენელმა?
სიმღერაც და კლიპიც სიყვარულსა და ერთგულებაზეა, საკმაოდ არაორდინალური გამოვიდა, ვფიქრობ, მას მალევე შეიყვარებთ.
შეგახსენებთ, რომ სოლო კონცერტი 16 დეკემბერს, 22 საათზე გაიმართება.
ესაუბრა მარიამ ნებიერიძე
რადიო “დარდიმანდი” 2018წელი.