დახურვა
დახურვა
გაუთბე სიბერე-კამპანია,რომელიც დიზაინერმა მეგი გაბუნიამ წამოიწყო წარმატებული გამოდგა

„გაუთბე სიბერე“ ასე ქვია კამპნიას, რომელიც დიზაინერმა მეგი გაბუნიამ ცოტა ხნის წინ წამოიწყო.როგორც რადიო „დარდიმანდთან“ ინტერვიუში აღნიშნა, წლებია უფროს თაობასთან მეგობრობს და კარგი ურთიერთბა აქვს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სითბო, მზრუნველობა და იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ ისინი რეალიზებული,წარმატებული საზოგადოების ნაწილნი არიან და რომ მოხუცები, რომლებსაც ბავშვივით უხარიათ და სწყინთ, ყველა ჩვენგანს ახსოვს.

 სწორედ ეს იყო დიზაინერისა და  ბრენდ „M.G_ს“ კამპანიის მთავარი დანიშნულება:“ჩვენ ქვეყანაში,საბედნიეროდ, ბევრი კეთილი და საყვარელი მოხუცი ცხოვრობს, მაგრამ ზოგჯერ დგება დღე, როცა მათ, ერთი შეხედვით ღიმილიან სახეზე, სევდა და გასაჭირი ატყვიათ და აღარ ჰგონიათ, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, ამიტომ ამ კამპანიით ამ მოხუცემისთვისა და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება მინდოდა, რომ მათი გახარება არც ისე რთულია, რადგან მათ ყველაზე მეტად სითბო სჭირდებათ .

აღნიშნული კამპანია ერთგვარი გზავნილია, საზოგადოებისთვის, იმის შესახსენებლად, რომ ყველას შეგვიძლია გავუთბოთ სიბერე მოხუცებს, გავულამაზოთ ბავშვობა პატარებსა და ყველას, ვისაც ეს სჭირდება, რადგან ნებისმიერ ასაკში აქვს ადამიანს ბედნიერების უფლება.

დიზაინერისგან გავიცანით მოხუცები, რომლებსაც ფოტოებში ნახავთ, ისინი მეგიმ სამეგობრო წრიდან და „კათარზისიდან“ შეარჩია. ერთ-ერთი მათგანი,91 წლის ანჟელა ბებო, მეგი გაბუნიას ბებიაა, ერთიც  81 წლის ჯემალი ბაბუა და 74 წლის ნათელა ბებო, რომელიც M.G_ს გუნდს შეუერთდა და მათი ახალი თანამშრომელია.

 

ბრენდი M.G ქართულ ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა, დიზაინერმა ბრენდი ამ სფეროში ოცწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ შექმნა და წარმატებაც მალე მოვიდა, პროდუქცია უკვე იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორისაა: ნიუ-იორკი, პეტერბურგი, ერევანი და ასტანა:“სასურველი მიზნისკენ მიმავალი გზა რთული და შრომატევადია, თუმცა შეუძლებელი არაფერი.“


მოამზადა:მარიამ ნებიერიძემ 

რადიო"დარდიმანდი"97.1 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00