ლელა წურწუმია სოფელში საცხოვრებლად გადადის?
"აუცილებლად გადავალ სოფელში, მექნება ფერმა და მეყოლება ქათმებიც." მომღერალმა ლელა წურწუმიამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში სოფელში გადასვლის იდეაზე ისაუბრა:
"ძალიან მაინტერესებს სოფლის მეურნეობა. მეცხოველეობა. ბაბუაჩემი იყო ზოოტექნიკოსი, აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას, ქათმებს. თვითონ დავბარავ, მოვთოხნი, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი არის სოფლის მეურნეობა. მე შეიძლება დილეტანტი ვარ ამ თემაში, მაგრამ ასე ვფიქრობ. 50 წლის ვარ და მახსოვს სოფელი კვებავდა ქალაქს“, – განაცხადა წურწუმიამ.
მომღერლის თქმით, ქართული სოფლები დაშლილია და მას შველა და კარგი ყურადღება სჭირდება.
რადიო"დარდიმანდი"
97.1