ნინო ნადირაძე-კუზანოვას ქმარმა ვალენტინობის დღეს ახალთახალი მანქანა აჩუქა
სიყვარულის დღეს, იგივე ვალენტინობას მთელი მსოფლიო 14 თებერვალს აღნიშნავს. შეყვარებული წყვილები ცდილობენ ამ დღეს განსაკუთრებულად გაახარონ მეორე ნახევრები და დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყონ, გამონაკლისი არც ნინო ნადირაძე- კუზანოვი აღმოჩნდა, რომელსაც ქმარმა ახალთახალი მანქანა ბუშტებით მოურთო და ისე აჩუქა.
მათი ქორწინება 20 წელზე მეტს ითვლის, ცნობილი ფაქტია, რომ ნინოს მეუღლე საჩუქრებით განსაკუთრებულად ანებივრებს.