ლედი გაგა საქმროს დაშორდა
უცხოური პრესა ლედი გაგასა და კრისტიან კარინოს მოულოდნელ დაშორებაზე ალაპარაკდა. წყვილის გულშემატკივრები იმასაც ვარაუდობენ, რომ პოპ მომღერალს მსახიობი ბრედლი კუპერი მას შემდეგ ჩაუვარდა გულში, რაც მათ ფილმში მთავარი როლები მოირგეს და გადასაღებ მოედანზე პარტნიორები გახდნენ, მაგრამ ბრედლის ირინა შეიკთან იდელაური ურთიერთობა აქვს და პრესა ლედი გაგასა და მსახიობის რომანს გამორიცხავს.
როგორც ჩანს, ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც არ უმართლებთ სიყვარულში.
მარიამ ნებიერიძე
რადიო"დარდიმანდი" 97.1