დახურვა
დახურვა
დღეს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა
დღეს, 20 მარტს, ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა.

 
მისი პირველი ლექსების კრებული "მატარებელი და მგზავრები" იყო, პოეტის შემოქმედებას ეკუთვნის სხვა ლექსებისა და პოემების კრებული: "სინათლის წელიწადი", "რკინის საწოლი", ჭილაძის რომანებია: "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" და "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან."

იყო უბადლო პუბლიცისტი, მისი ნაშრომებიდან გამორჩეულია: "წინ მარადისობაა."

 ოთარ ჭილაძის შემოქმედებისთვის უცხოა პათეთიკა, ის ადამიანის სულის ხვეულებში შეზრდილი წერდა თითოეულ სტრიქონს და ამიტომაა, რომ მათი წაკითხვის დროს, ამ ჩვენი სულის ლაბირინთებში  გადამალულ ნაწილსაც ვგრძნობთ.

 
ოთარ ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში მსოფლიოს ხუთ მწერალთან ერთად.

მკითხველს განსალუთრებულად უყვარს პოეტის ლექსებიდან ამონარიდები: 

"რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, –
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო" (გამოთხოვება)

"შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი"(გარეთ ისევ წვიმს) 

"ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,
რაც სამუდამოდ გვემახსოვრება." (მიყვარხარ,მაგრამ ამ სიტყვას დღემდე)
 

ის 2009 წელს გარდაიცვალა

 
მარიამ ნებიერიძე 
რადიო"დარდიმანდი" 97.1 
 
გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00