ნინო ანანიაშვილი 56 წლის გახდა
ქართველი პრომა-ბალერინა ორი დღის წინ 56 წლის გახდა. მსოფლიო დონის მოცკვავე
დღემდე განაგრძობს საშემსრულებლო მოღვაწეობას. ნინო ანანიაშვილს შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ბალეტებში: "გედების ტბა", ჟიზელი", რომეო და ჯულიეტა", "მაკნატუნა" და სხვა.
2004 წლიდან გახდა ზ.ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ნინო ანანიაშვილმა ცეკვა 10 წლის ასაკში დაიწყო, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვის
ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო.
არის ათამდე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
50 წლის იუბილეს პრიმა-ბალერინა სცენაზე შეხვდა, მან ბოლოჯერ შეასრულა ჩაიკოვსკის "გედების ტბა".
მარიამ ნებიერიძე
რადიო"დარდიმანდი"