დახურვა
დახურვა
„ფრთამოტეხილ მაფშალიას“ აფხაზურ ვერსიაზე ვიდეორგოლს იღებენ

მომღერალი დათო არჩვაძე ცოტა ხნის წინ რადიო“დარდიმანდის“ გადაცემას “სიმღერის პრემიერა“ სტუმრობდა.  

 

 

გარდა იმისა, რომ მან რადიო მსმენელებს  ორი ახალი ქართული კომპოზიცია შესთავაზა, საინტერესო ახალი

ამბავიც ექსკლუზიურად გაგვიმხილა.

 

როგორც აღმოჩნდა,   ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერის  „ფრთამოტეხილი  მაფშალია“

აფხაზური ვერსია შეიქმნა და კლიპის გადაღებაც მიმდინარეობს.

 

შემსრულებელმა დეტალებზე გადაცემის ბოლო ნაწილში ისაუბრა: „სიმღერა აფხაზურად გადაითარგმნა,ამ

საქმეში აფახაზეთის  უნივერსიტეტის რექტორატია ჩართული, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ზურაბ

ხონელიძეს მინდა გადავუხდო.   სიმღერის ლექსი, როგორც ვიცით,  მამა პეტრე კოლხს ეკუთნის. ახალი

კლიპის ტელე პრემიერა მალე, ტელე იმედზე  შედგება, სასიხარულო ის არის, რომ ამ სიმღერას აფხაზეთშიც

მოისმენენ. ეს იქნება მათდამი სევდითა და სიყვარულით  სავსე  მესიჯი. ის ჩვენი ტკილივი და დროებით

დაკარგული ტერიტორიაა, ეს იმდენად კეთილი მესიჯი იქნება, რომ ბოროტსაც კი ჩვენსკენ მოაქცევს

და სხვა კუთხით დაანახებს პრობლემას. „ - დათო არჩვაძე

 

სიმღერის აფხაზურ ვარიანტს მომღერალი ლიზა ჩიჩუა შეასრულებს. კლიპის რეჟისორი დათო ოთარაშვილია.

 

ვიდეორგოლის  ბოლო ნაწილს კი მსახიობი მურმან ჯინორია ამთავრებს აფხაზურად სიტყვებით: „კუთხე არა,

სიყვარული გქვია“

 

მომღერალი დაგვპირდა , რომ ახლებული სიმღერის რადიო პრემიერა „აფხაზეთის ხმის“ ეთერში შედგება.

 

 

მარიამ ნებიერიძე

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00