5 დეკემბერს, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის საშობაო გალა კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით კონცერტში მონაწილეობას 4 ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი მიიღებს.
ესენი არიან - ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი, რომელიც კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილეა.