დახურვა
დახურვა
ლიტერატურული პრემია "საბას" 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-17 დაჯილდოება თბილისის ვანო სარაჯიშილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა.

ჟიურის წევრებმა 8 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს

საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“

საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“

საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“

საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს

ასევე, ნომინაციაში  ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ჯილდო ერგო ნინო ლომაძის „ვალშლის ბაღებს“, ხოლო ნომინაციაში ლიტერატურული დებიუტი - გამარჯვებულის ტიტული გიორგი მასხარაშვილის „14 კრისტალის თეორიას“ ხვდა წილად.

2019 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურის გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, თეა თოფურია, ზაალ ანდრონიკაშვილი და რუსუდან რუხაძე შეადგენდნენ.

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00