ლა სკალას სცენაზე ქართველი ტენორი ოთარ ჯორჯიკია წარსდგა.
მან "ტოსკას" ოპერაში ანნა ნეტრებკოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ოთარის ამ წარმატებას ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, წარმოდგენის დაწყების წინ,სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დღეს
უბედნიერესი დღე მაქვს და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველოსთვის გამორჩეული ამბავი ხდება
ლა სკალას თეატრში. რამდენიმე საათში კიდევ ერთი ქართველი საოპერო მომღერალი ასახელებს
ჩვენს ქვეყანას" - წერს პაატა ბურჭულაძე