დახურვა
დახურვა
ლოლიტა: სიყვარულის ადამიანი ვარ და სიყვარულზე მინდა ვიმღერო- ახალი სიმღერის პრემიერა

ცოტა ხნის წინ  რადიო“დარდიმანდის“ ეთერში გადაცემა „პრემიერას“ ქართველი მსმენელისთვის საყვარელი შემსრულებლები ეწვივნენ.   

 

გადაცემის პირველ ნაწილში „პრემიერას“ ლოლიტა და ილია თოფურია

სტუმრობდნენ. „დარდიმანდის“ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა მათ

მიერ შესრულებული ახალი სიმღერა პირველად  ნაცნობი ტალ

ღიდან მოესმინათ.

 

ლოლიტა: “ რადიო დარდიმანდში პირველად ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, თქვენთან სტუმრობა სასიამოვნოა“

 

რიგით პირველი კომპოზიცია, რომელიც შემსრულებელმა ილია თოფურიასთან ერთად ჩაწერა  „გჯეროდეს“ ჰქვია.

 

„ჩვენ ოც წელზე მეტია ერთად ვმუშაობთ, ეს არის გამამხნევებელი სიმღერა, რომელსაც ჰქვია „გჯეროდეს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპოზიცია უპირველეს ყოვლისა, შეიქმნა ემიგრანტებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი თვალცრემლიენი იძინებს და იღვიძებს უცხო ქვეყანაში.ეს არის გულიდან ამოსული სიტყვები.. ერთი თვის წინ ჰოლანდიაში მქონდა კონცერტი, რომელიც   ამ სიმღერით გავხსენი, ამიტომ ვთვლი, რომ ქართველი მსმენელი ახალ ნამუშევარს აუცილებლად შეიყვარებს.“  -ილია

თოფურია.

 

ეს არის რუსული სიმღერის ქავერი, რუსული ვარიანტი ძალიან მომწონდა, ამიტომ ვუთხარი ჩემს მეგობარს , მომღერალს ეკა ქავთარაძეს, რომ ამ სიმღერის მოტივებზე შეექმნა კომპოზიცია,რომელიც ადამიანებს სტიმულს  მისცემდა და მიახვედრებდა, რომ  ცხოვრება  ძალიან  ლამაზია და  ყველანაირი პრობლემის მოგვარება შესაძლეველია. „ ლოლიტა


რიგით მეორე სიმღერას, რომელსაც ლოლიტას სოლო შესრულებით მსმენელი FM სივრცედან მოისმენს "შენ ხარ" ჰქვია. 

 

ჩემმა უახლოესმა ადამიანმა ნონა მულაძემ დამიწერა ეს სიმღერა, მუსიკაც და სიტყვებიც მას ეკუთვნის, როგორც ყოველთვის სიმღერა სიყვარულზეა, სიყვარულის ადამიანი ვარ და სიყვარულზე მინდა ვიმღერო“ ლოლიტა.

 

როგორც აღმოჩნდა, გადაცემის სტუმრებს ახალი წლის დღეებში  ბევრი გეგმა აქვთ, ყველაზე მთავარი, რასაც ისინი მათ მოსასმენად მისულ მსმენელებს ჰპირდებიან გართობა და ხალისიანი  გარემოა.

 

გადაცემის პირველი ნაწილის ბოლოს მათ ახალი წელიც მოგვილოვეს:“გილოცავთ ახალ წელს, მინდა ვთქვა ერთი რამ :“დარდიმანდი“ თავის კვალს ყოველთვის ტოვებს“ მინდა, რომ ეს წელი ყოველივე საუკეთესოს მოტანი ყოფილიყოს თქვენთვის“ილია თოფურია.

 

 

 

 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00