დახურვა
დახურვა
დუეტის ჩაწერის იდეა წმინდა მიწაზე დაიბადა-შალვა მორელი

რადიო“დარდიმანდი“  ყოველთვის ცდილობს ერთგულ მსმენელს რაც შეიძლება მეტი ახალი კომპოზიცია შესთავაზოს.

 

გადაცემა „პრემიერას“, რომლის ფარგლებშიც უამრავი შემსრულებელი ახალ კომპო ზიციებს მსმენელის წინაშე წარადგენს, ამ ჯერად პაატა გულიაშვილი და შალვა მორელი სტუმრობდნენ. მათ ქართული მუსიკის მოყვარულებს თავიანთი დუეტი წარუდგინეს.

 

პაატა გულიაშვილის სამსახიობო ოსტატობას ბევრი ადამიანი იცნობს, რაც შეეხება მის შემოქმედებას სიმღერის კუთხით, ბოლო წლებია „დარდიმანდის“ მსმენელი თვალყურს აქტიურად ადევნებს.

 

როგორც პაატამ აღნიშნა, ის საქმიანი ვიზიტით ისრაელს ხშირად სტუმრობს, სწორედ ისრაელში გაიცნო შალვა მორელი:“ჩვენ დავმეგიბრდით და გამოვნახეთ საერთო ენა. როცა დუეტის ჩაწერის იდეით დამირეკა , რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ასე შეიქმნა ის, რასაც მსმენელი, ალბათ, მალე შეიყვარებს. „-პაატა გულიაშვილი.

 

შალვა მორელმა კი თავის მხრივ, ამ დუეტის გაჩენის იდეაც გაიხსენა:“ისრაელში ვიყავი ერთ-ერთი კორპორატიული საღამოს მეორე დღე იყო, უცებ გარეთ გამოვედი და ჩემი მეგობრის მანქანაც გაჩერდა, საიდანაც ჩემი სიმღერა ისმოდა.ცოტა ხანში თავად პაატა გადმოვიდა მანქანიდან და მითხრა , რომ ძალიან მოსწონდა ეს კომპოზიცია და ახალი ვერსიის ჩაწერაზეც ფიქრობდა,მაშინ ვთქვი, იქნებ ერთად მუშაობაც მოგვიწიოს რამე ახალზეთქო, მინდა ამ სიმღერით ოჯახებში ახალ წელს შეხვდნენ“შალვა მორელი

 

როგორც აღმოჩნდა, დუეტმა სიმღერაზე კლიპიც გადაიღო, მას  3 იანვარს ერთ-ერთი ტელევიზიის პირადპირ ეთერში გააპრემიერებენ. კლიპი რეჟისორმა დევი დევიძემ გადაიღო. პაატამ აღნიშნა, რომ ყველაფერთან ერთად შალვა კარგი მსახიობიც აღმოჩნდა.

 

გადაცემის ბოლოს სტუმრებმა „დარდიმანდს“  ახალი წელიც მიულოცეს:“გილოცავთ ყველას დამდეგს, მადლობა მინდა გადავუხარო ჩემს მშობლიურ რადიო“დარდიმანდს“, რომელიც ჩემს შემოქმედებით პროცესშიც გვერდით მიდგახართ“პაატა გულიაშვილი.

 

 

 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00