მომღერალი დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა
მომღერალი დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
ინფორმაცია საგარო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა და აღნიშნა, რომ "დავით გომართელს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება. ის 2005-2006 წლებში სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის პერიოდში მუშაობდა უწყებაში. ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის შესაქმენლად და ქვეყნის პოპულარიზაცის