დახურვა
დახურვა
ყველასთვის საყვარელი ადამიანები, რომლებსაც 2019 წელს გამოვემშვიდობეთ

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი ბევრისთვის წარმატებული  და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა, მას, სამწუხაროდ, დანაკარგის გარეშე არ ჩაუვლია.

 

 

წარმოგიდგენთ,ყველათვის საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც გასულ წელს დავემშვიდობეთ"

 

ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი  გიორგი დანელია  88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

მის დაუვიწყარ ფილმებს შორისაა: „მე ვსეირნობ მოსკოვში“, „არ დაიდარდო!“, „აფონია“, „მიმინო“, „პასპორტი“, ქინ-ძა-ძა!“...



გურანდა გაბუნია

 

ყველასთვის საყვარელი თეატრისა და კინოს ლეგენდარული ქართველი მსახიობი, სახალხო არტისტი თებერვალში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გურანდა გაბუნია 1938 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. მსახიობს  არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.



ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი  გია ყანჩელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


 

იყო მრავალი პრემიისა და წოდების მფლობელი. მათ შორის საქართველოს სახალხო არტისტი განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.  დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



 

ზაზა ურუშაძე  ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.

დაიბადა ქართველი მეკარის, რამაზ ურუშაძის ოჯახში.

 

1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს კინოცენტრის დირექტორი. 2013 წლის 8 მაისიდან 2019 წლის 11 სექტემბრამდე იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.

 

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. ასევე ნომინირებული იყო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

 

 

2019 წლის 7 დეკემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.



ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი  და პოპულარული ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე იანვარში ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ჟურნალისტი მხოლოდ 34 წლის იყო.



გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00