მომღერალი ნათია თოდუა გერმანიაში სოლო კონცერტს გამართავს.
ის გერმანელი მაყურებლის წინაშე დღეს, 10 იანვარს წარდგება.
ამის შესახებ შემსრულებელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
23 წლის ქართველმა მომღერალმა სახელი პოპულარული ვოკალური შოუს Voice-ის გერმანული ანალოგის მეშვიდე სეზონზე გამარჯვებით მოიხვეჭა.