დახურვა
დახურვა
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 19 წლის მეეზოვეს გვაცნობს-ის ძალოსნობაში ვარჯიშობს და მედავითნეა

გოგა ჩანადირი მეეზოვეს მორიგ საინტერესო ისტორიას გვთავაზობს.

 

ამჯერად ის ზურაბ ბალიაშვილზე გვიყვება. ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ყოველდღიურად დედაქალაქის სისუფთავეზე  ზრუნავს.

 

ქალაქის დასუფთავების გარდა,ძალოსნობაში ვარჯიშსაც ასწრებს და ერთ-ერთ ტაძარში მედავითნეობასაც.

 

„წარმოიდგინეთ, დილის 7 საათზე ნაძალადევის ქუჩებს ასუფთავებს, მერე სასწავლებელში მიდის, მერე ძალოსნობაში ვარჯიშობს. შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე კი ნაძალადევის ტაძარში მედავითნეა.


ამ ყველაფერს 19 წლის ზურაბ ბალიაშვილი ახერხებს.

 

იმისთვის, რომ შტანგის აწევაში სრულყოფილად ივარჯიშოს, საკვები დანამატები სჭირდება.

სწორედ ამის გამო დაიწყო მუშაობა “თბილსერვისში”.პირველ დღეს უბანში ბევრი ნაგავი დახვდა. ახლა ამაყობს, რომ იქაურობა სუფთაა, მაცხოვრებლებსაც მოეწონათ ეს და ნაგავს ბევრი ძირს უკვე აღარ ყრის. ზურას სურვილია, რომ საერთოდ არ ვანაგვიანებდეთ ჩვენს გარემოს და საქმით გვიყვარდეს ბუნებაც და ქვეყანაც, რასაც, მე აუცილებლად გავითვალისწინებ.დიდი მადლობა, ზურაბ!#ჩავყაროთნაგავი“.-წერს ჩანადირი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00