დახურვა
დახურვა
ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ამჯერად ის თავს კარგად გრძნობს და გულშემატკივრების გასამხიარულებლად სასაიცო ისტორიასაც გვიზიარებს, რომელიც სასწრაფოს ბრიგადის მოსვლის შემდეგ გადახდა:

 

“მოკლედ, დღეს არ ვიყავი კარგად. თავი, გული, ისა, ესა. ყველაფერი. იმდენად ცუდად ვიყავი, დილიდან პიჟამოთი დავბოდიალობდი სახლში. ისე დავმძიმდი, რომ ჩაცმის თავიც არ მქონდა, მაგრამ გადაცემა გადაცემაა და უნდა წავსულიყავი სამსახურში. ჰოდა ავდექი და გახდისა და ისევ ჩაცმის ენერგია აღარ მქონდა, ავდექი და ამ პიჟამოზე ზემოდან ჩავიცვი შარვალი და წავედი სამსახურში.

გზაში და მერე სამსახურში კიდევ უფრო ცუდად გავხდი. წამოვწექი დივანზე. შემოვიდა პროდიუსერი Tiko Levanishvili. ფერის არ მომწონსო და მიმასაჟებს ხელის გულებს. მერე შემოვიდა Lela Revishvili, რომელსაც ზოგადად არ სჯერა, რომ მე ოდესმე მოვკვდები, მაგრამ ამჯერად შეშფოთდა ჩემი სახის დანახვაზე. არიქა, ატყდა ამბავი, რომ ვკვდები. ინგა გრიგოლია, რომელიც თავადვე ძლივს გამოჯანმრთელდა, შეშფოთებული შემოვიდა. ჩემი ავადმყოფობისადმი სკეპტიკურად და ცინიკურად განწყობილი დიანა ტრაპაიძე უკვე ვეღარ მალავდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შეწუხდა. ასე სწრაფად და დროულად არადროს მისულა სადმე Nino Zhizhilashvili. ამ სამყაროში ყველაზე ინფორმირებული ადამიანი Alina Chxaidze, რა თქმა უნდა, იქვე გაჩნდა. ვითარებას აკონტროლებდა Nana aburjanidze. საზღვარგარეთიდან შეუწყვეტლად რეკავს vato tsereteli. გაივსო ოთახი ხალხით. გაიღო კარი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც შემოგვიერთდა. იწყო ხალხმა დენა ჩვენს ოთახში. სასწრაფომ შეიხსენი ღილები, მკერდზე რაღაცები უნდა დაგიმაგროთო. ფეხებიც გვაჩვენე მანდაც რაღაცებს დავაყებებთო…გამომდინარე იქიდან, რა ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს, თან ყველანი ტელეფონებით შეიარაღებულნი, ვიკითხე, ეს ფეხებზე დამაგრება აუცილებელია-მეთქი ? კიო, დაბეჯოთებით მიპასუხა ექიმმა. და აი აქ გამოჩნდა ჩემი პიჟამო და დაიწყო ინგას, დიანას და სხვების ხორხოცი. ყრუდ ისმოდა სიტყვები – ,,ორი შარვალი” ,,ორი შარვალი” -წერს სანაია.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00