მხატვარი ლია უკლება კრიტიკას პასუხობს- სანამ ტრადიციებზე და ქრისტიანობაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ამ ცეკვის ისტორია დავსერჩოთ
მას შემდეგმ, რაც მხატვარმა ლია უკლებამ სკანდალური „სამაია“ ფეისბუქ გვერდზე გასაყიდად გამოტანა, კრიტის ქარცეცხლში გაეხვა. მხატვარი უარყოფითი შეფასებების ავტორებს მოუწოდებს, რომ ამ ცეკვის ისტორია მოიძიონ და წაიკითხონ.
“მეგობრებო, სანამ ტრადიციებზე და ქრისტიანობაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ამ ცეკვის ისტორია დავსერჩოთ იქნებ სამაია წარმართული რიტუალია.
„სამაია“ — წარმართობის დროინდელი ქართული რიტუალური საფერხულო ცეკვა. ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები „ძეობის“ დღესასწაულზე. ტერმინი „სამაია“ ანუ „სამა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით,
აღნიშნავს „როკვას, შუშპარს“”,- წერს მხატვარი.
აღსანიშნავია, რომ მხატვარს “სამაიას” შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნინო სუხიშვილის განცხადების შესახებ შეიტყო – ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის თქმით, ნინო სუხიშვილმა თქვა , რომ რომ ქართულ ცეკვაში