77 წლის ასაკში კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა.
წლების მანძილზე იგი თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრას ხელმძღვანელობდა.
მრავალი საესტრადო ნაწარმოების ავტორს განსაკუთრებული აღიარება ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარულია ფილმ „ჩარი რამასთვის“ 1972 წელს შექმნილი სიმღერები.