დახურვა
დახურვა
ლაშა ღლონტი საგასტროლო ტურნესთვის ემზადება
მომღერალი ლაშა ღლონტი საგასტროლო ტურნესთვის ემზადება. 

როგორც რადიო "დარდიმანთან" საუბარში აღნიშნა 24,26 მარტსა და 2,3 მაისს ისრაელსა 
და ირლანდიას მუსიკალური პროგრამით ეწვევა. 

"ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიწყებ საგასტროლო ტურნეს, კერძოდ, 24 მარტს აშდოდში
ბეით-ლავრონის საკონცერტო დარბაზს ვეწვევი, 26 მარტს კი ბათ-იამში "აუდიტორიუმში"
ვიმღერებ. ამას გარდა,2 და 3 მაისს  ორი  სოლო კონცერტი მაქვს დაგეგმილი ირლანდიაში, დუბლინში,ქართველ ემიგრანტებთან.


რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ კონცერტებს, 26 თებერვალს ლაშა ღლონტი მსახიობ 
მურმან ჯინორიასთან ერთად,ზესტაფონს ეწვევა და უშანგი ჩხეიძის სახელობის 
თეატრში ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ. 

აღნიშნული საღამო იმ მუსიკალური ტურნეს ფარგლებში იმართება, რომელიც შემსრულე
ბელმა 2018 წელს საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში  დაიწყო.

ამას გარდა,ლაშა ღლონტი აპრილის დასაწყისში კონცერტს გერმანიაში ხოლო, მაისის ბოლოს 
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. მუსიკალური საღამოების ზუსტი თარიღი
ცნობილი მალე გახდება. 
გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00