კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი,თბილისის საპატიო მოქალაქე 20 თებერვალს დაიბადა.
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე,
რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში.
ნათამაშები აქვს როლები ფილმებში:"ქეთო და კოტე", "სანამ წვიმა გადაიღებს", "მზე შემოდგომისა", "ეთერის სიმღერა" და სხვა.
მსახიობი 1994 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.