დახურვა
დახურვა
ეს იქნება ახალგაზრდებისთვის გულშიჩამწვდომი წიგნი-გივი სიხარულიძის ახალი წიგნი, რომლის მიხედვითაც ფილმს გადაიღებს

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე რადიო „დარდიმანდს“ სტუმრობდა. ჩვენთან საუბრისას გაგვიმხილა, რომ მისი ახალი წიგნი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, სულ მალე გამოვა. აღმოჩნდა, რომ ამავე წიგნის მიხედვით სცენარსაც წერს და ფილმის გადაღებასაც გეგმავს.  

 

 

„ახალ სცენარზე ვმუშაობ, „სიყვარულის ქალაქი“ ჰქვია. ეს იმ წიგნის სახელწოდებაა , რომელიც მალე გამოვა. ეს იქნება ახალგაზრდებისთვის გულშიჩამწვდომი წიგნი - წარსულში მოგზაურობა. ესაა ჩემი და ჩემი თბილისელი ბიჭების თაობის ცხოვრება. ამ წიგნს ორი სათაური აქვს „სიყვარულის ქალაქი“ და „სევდიანი გასეირნება სასაფლაოზე“

რაღა დაგიმალოთ და ამავე წიგნის სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებასაც ვფიქრობ: ჩემი შვილი რამდენიმე ფილმის რეჟისორია,

 მაგალითად მისმა ფილმმა „ბაბუს  მევალემ“ რვა საერთაშორისო კინოფესტივალი მოიგო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალი ნამუშევარიც აქვს ;“სიცოცხ ლიდან-სიცოცხლემდე“ -მას სხვადასხვა ფესტივალებზე გააგზავნის. თუ ჩემი  სცენარი მოეწონება თავად გადაიღებს, თუ არადა,მაშინ სხვა რეჟისორებს  მივაწვდი. „

 

1972 წლიდან გივი სიხარულიძე მონაწილეობდა არაერთ წარმატებულ ფილმში, თუმცა როგორც თავად ამბობს, ახსენდება ორი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა.

 

„პირველი, ალბათ, „უძინართა მზე“ და მეორე,წლების შემდეგ ნათამაშები როლია ტელესერიალში“ცხელი ძაღლი“-ზაზა ურუშაძის რეჟისორობით, თუმცა ყველა როლი ჩემთვის განსაკუთრებული იყო“

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00