დახურვა
დახურვა
უბედურია ის ადამიანი, ვისაც არ ჰყვარებია-მე ქალის სახე შევქმენი და მერე ცოლად მოვიყვანე ის ქალი-ინტერვიუ მამუკა ჩარკვიანთან

როცა ვმუშაობ და მუსიკას ვქმნი, ინტერვიუზე არ ვთანხმდებიო- მისვლისთანავე მითხრა. ჩავთვალე, რომ გამიმართა...ვიფიქრე,  რადგან დროს მითმობს,პირველივე კითხვით რაიმე სასიამოვნოს გავახსენებმეთქი... 

 
დავიწყეთ ბავშვობით...
 
"ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ცელქი და მოუსვენარი,როგორც ყველა. სკოლაში კარგზე კარგად ვსწავლობდი,თუმცა მათემატიკა არ მიყვარდა,  როგორც ჩანს, ნიჭი არ გამომყვა, არც ფიზიკა და ქიმია  მიყვარდა.. სკოლაშიც ვცელქობდი, რამდენჯერმე თავიც გავიტეხე...ახლა რომ დიდ რაღაცებს აფეთქებენ, ჭურვის ხმა რომ აქვს, ეგეთი ჩამომიტანეს,აქ არავინ არ იცოდა რა იყო. ორ ცალს ერთმანეთზე გადავაბამდი და ფოსტაში ვისროდი. იქ რაღაც აფეთქდაო, ჭორები რომ დაიყრებოდა, მე და  და ჩემი ამხანაგი თემური ვიყავით..
ვერ გამოგვიჭირეს..."
 
 
სკოლის ასაკში კარგად დაგეგმილი აფეთქებების პარალელურად, შემსრულებელი მე8 კლასიდან უკდავდა, მე9 კლასში პირველი სიმღერაც დაწერა:"ბაკურიანიდან ჩამოვედი და შეყვარებული ვიყავი,დავწერე პირველი სიმღერა:"ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ,
გაზაფხულის ნისლი ხარ..." მას  ახლა  ლაშა ღლონტი ასრულებს..."
 
ყოველთვის მეგონა,რომ ხელოვანი ადამიანები სიყვარულის გრძნობას განსაკუთრებულად აღიქვამენ და ვისთან გადავამოწმენდი ამას, თუ  არა ბატონ მამუკასთან...
 
"ზოგი კითხულობს :ეს რა იყო, კაცო?!და ზოგი არ კითხულობს,უბრალოდ იცის,რომ სიყვარული მოვიდა... მე ქალის სახე შევქმენი და მერე ცოლად  მოვიყვანე ის ქალი..რომ გავიზარდე, მართლა გავიცანი ისეთი ქალი, როგორიც მაშინ მინდოდა რომ ყოფილიყო, შემხვდა და შვილი მყავს  მისგან-ირინოლა ჩარკვიანი. "
 
სიყვარულის თემაზე საუბარს სანამ დავასრულებდით, შევეკითხე რომანიკოსი თუ ხართთქო? ვიყავიო-მიპასუხა. 
 
"და თუ როგორია რომანტიკოსი ადამიანი, ამას ორი სიტყვით ვერ  ავხსნი. თუმცა ,ალბათ, ჩემნაირი-ადამიანი, რომელიც თავის  გონებაში წარმოიდგენს სასურველ ქალს,  შეიყვარებს და ის ამ დროს  არ არსებობს.წლების შემდეგ თუ მისნაირი ვერ ნახა, მიამგვანებს ვინმეს და მას შეიყვარებს.თვითონ სიყვარული ბევრჯერ მოდის... ჰემინგუეის აქვს ასეთი რომანი:"ვისთვის რეკენ ზარები"-სინტერესო რომანია, სადაც  ერთ-ერთი ქალი პერონაჟი ამბობს,რომ ორჯერ უყვარდა:ერთი ქმარი,რომელიც ომში დაეღუპა და მეორე ვისთან ერთადაც ახლა ცხოვრობდა, თავის დროზე ეს ეპიზოდი ასე გავშიფე:რამდენჯერაც 
გეწვევა,იმდენჯერ არის... ზოგთან საერთოდ არ მოდის და უბედურია ის ადამიანი, ვისაც არ ჰყვარებია...."  გაიხსენა მისი პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე მაშინ 40 წლის იყო,მანამდე ვპურმარილობდიო..
 
ამბობს, რომ სიმღერებს თავისთვის წერს და თავისთვის მღერის ,ხოლო როცა საზოგადოებაში გაიჟღერებს, ჰიტი ხდება. 

 

 
 სიმღერების უმეტესობას   ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე ასრულებს. მამუკა ჩარკვიანმა 
მამაც გაიხსენა:პატარა ბიჭი არ ვიყავი, როცა მშობლები დავკარგე, მამა რამდენიმე წლის წინ
გარდაიცვალა და აი, ეს სურათი გეტყვის ყველაფერს-კედელზე გაკრული ფოტოსკენ მიმითითა-მამაჩემის გასვენებაშია გადაღებულიო- ჩემთვის მკაცრი მამა იყო , მაგრამ ბევრი რამე ვისწავლე მისი სიმკაცრიდან, პირადად მე არ ვარ მკაცრი მამა, რბილი ვარ,მე ყველაფერში ვუგებ, მაგრამ თქვენი თაობა სხვა პლანეტიდან არის .."
 
ინტერვიუს დასასრულს ვკითხე ადამიანები თუ იცვლებიანთქო-მიპასუხა, რომ არა:"ისეთი ხარ, როგორიც იყავი, დამსმენს , როგორც კი შანსიმიეცემა დაგასმენს, თუმცა საკუთარ თავში უნდა ნახო ძალა და რაღაც შეცვალო , მე მაგალითად წლების განმავლობაში ვსვამდი, იმაზე მეტს , ვიდრე უნდა დამელია, ახლა საერთოდ აღარ ვსვამ ,შევიცვალე,
ძალა ვიპოვე , რომელმაც ეს გამაკეთებინა..."
 
ოთახის კუთხეში თეთრი ფერის როიალი შევამჩნიე, როგორც შემსრულებელმა თქმა,მუსიკას დროს ყოველ დღე უთმობს:ყოველ დღე რომ არ ვიმუშავო, არ არსებობს , სურვილი მაქვს, ზოგჯერ გამომდის,  ზოგჯერ არ გამომდის, იმ დღეს ტელევიზორშივიყავი და იქ მითქვამს, მერე ვნახე.ის ფრაზები, რომელსაც  ავიღებ და სიმღერა არ გამოვა გონებაში ილექება და რაღაც მომენტში სხვა სტრიქონებთან ტანდემში გამოდის კომპოზიცია... გონება აუცილებლად მას დაგიბრუნებს და რაზეც ფიქრობ, არ გავიწყდება..."
მამუკა ჩარკვიანს მომავალ წელს 65 წელი უსრულდება. 
 
კონცერტზე ფიქრობს, თუმცა  ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, შეხვდება თუ არა მსმენელს, რომელიც, საყვარელი შემსრულებლის სცენაზე გამოჩენას მოუთმენლად ელოდება. 
 
გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00