23 თებერვალს მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი აქვეყნებს.
"ხელი არ მიბრუნდება ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარზე, თან კლასელზე ამ განცხადების დასაწერად, მაგრამ იძულებული ვარ როგორც ინფორმაცია ისე დავდო:
გარდაიცვალა თამაზ აფხაიძე.
პანაშვიდი: მის: ყიფშიძის 5/7
გასვენება ხუთშაბათს, 27 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ტაძრიდან (გაზდელიანის ეკლესია) 15.00"-წერს სარიშვილი.