დახურვა
დახურვა
სადა ხარ-გიორგი წიკლაურის სიმღერის პრემიერა

გადაცემა „პრემიერა“ მსმენელსა და მაყურებელს ბევრი ახალი სიმღერით ყოველკვირეულად ანებივრებს. 

ამჯერად  თქვენს წინაშე მომღერალი გიორგი წიკლაური წარსდგა.მან ექსკლუზიურად  რადიო „დარდიმანდის“ მსმენელებს ახალი კომპოზიცია სახელწოდებით:“სადა ხარ“ შესთავაზა. :“სადა ხარ“ დაახლოებით 15 წლის წინანდელია, ის ნიკა ადიკაშვილმა დამიწერა, არანჟი სანოს სტუდიაში გავაკეთეთ, „დარდიმანდის“ მსმენელი ამ კომპოზიციის  განახლებულ  ვერსიას მოისმენს, ვფიქრობ, კარგი და სასიამოვნო მოსასმენია

 



გიორგი ამას გარდა, ახალ სიმღერებზე მუშაობს:“ვფიქრობ , დადგა დრო გამოვუშვა ახალი ალბომი, რომელშიც ჩემი  განახებული რეპერტუარი შევა.ამ ეტაპზე ოთხი კომპოზიცია  მაქვს ჩაწერილი, მინდა ალბომში 12 მდე ნამუშევარი შევიტანო“


შემსრულებელი კლიპის გადაღებასაც გეგმავს:“რასაც ვასრულებ  ყველა სიმღერა მიყვარს, მაგრამ, ახლა რაზეც კლიპის გადაღებას  ვაპირებ, ეს განსაკუთრებულად მიყვარს,ის დაახლოებით 4 წლის წინ  დაიწერა და   „ოქროს ტალღაზე“ მესამე ადგილიც აიღო, კლიპს ზურა ციციშვილი გადაიღებს, სიმღერის ტექსი და არანჟი ცირა ბზიშვილს ეკუთვნის“ 

მომღერალს დუეტი აქვს ჩაწერილი თემურ თათარაშვილთან: “შოკოლადის წვიმა“ საკმაოდ  ძველი საკმაოდ  ძველი სიმღერაა, რომელიც თემურმა და სოს პავლიაშვილმა  ერთ-ერთ  საერთაშორისო კონკურსზე წლების წინ შეასრულეს,  სიმღერის ახალი ვერსია ცირა ბზიშვილს ეკუთვნის. " ცოტა ხნის წინ კი გიორგი წიკლაურისა და თამუნა მიქელაძის დუეტი მსმენელმა  მალევე შეიყვარა. მათ სიმღერა სახელწოდებით: "კართან მოდგა შემოდგომა" შეასრულეს. განახლებული ვერსია ცირა  ბზიშვილს ეკუთვნის. 






რაც შეეხება კომპოზიციას" სადა ხარ" მისი მოსმენა რადიო "დარდიმანდის" 

ტალღაზე უკვე შეგიძლიათ.




გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00