დახურვა
დახურვა
მინდა, ყველა ინგლისურენოვანი სიმღერა, რაც აქამდე შემიქმნია გავაქართულო-დათო ქარჩავა

გადაცემა „პრემიერა“ მსმენელსა და მაყურებელს ბევრი ახალი სიმღერით ყოველკვირეულად ანებივრებს. 

ამჯერად  თქვენს წინაშე ჯგუფ „ნალის“ წევრი, მომღერალი დათო ქარჩავა წარსდგა.მან ექსკლუზიურად  რადიო „დარდიმანდის“ მსმენელებს ახალი კომპოზიცია სახელწოდებით:“გელი“შესთავაზა.

 

აღნიშნული სიმღერა შეიძლება ითქვას, რომ მომღერლისთვის პირველი ქართული სიმღერაა, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ჩაწერა.

სიმღერის მელოდია 2008 წელს ინგლისურ ტექსტზე შექმნა.

 

დათო ქარჩავა  22 წელია ჯგუფ „ნალის“ წევრია. მუსიკის

მოყვარულები აღნიშნულ ჯგუფს კარგად იცნობს. მონაწილეობენ

სხვადასხბა ფესტივალებზეც:“22 წელია ჯგუფ „ნალში“ ვმოღვაწეობ, გვაქვს ჩაწერილი რამდენიმე ალბომი, ახლო მომავალშიც, შესაძლოა, მსმენელს ახალი ალბომიც შევთავაზოთ, ყველა სიმღერა ინგილისურ ენაზე გვაქვს დაწერილი, ჯგუფში გვყავს ინგლისელი წევრი, სწორედ ის გვიწერს ტექტსტებს და ამ ტექსტზე მე მუსიკას ვქმნი, ეს კონკრეტული ნამუშევარი კი ჩემს მეგობარან დათო სურგულაძესთან  სტუდიაში ჩავწერეთ“-დათო ქარჩავა


 

ქართულად ამღერებაზე  დიდი ხანი ფიქრობდა:“რამდენიმე წლის წინ საახალწლო სიმღერა გავაქართულე, ეს კი რიგით მეორე სიმღერაა, დიდი იმედი მაქვს , "დარდიმანდის" 

მსმენელებს ახალი ნამუშევარი მოეწონებათ,სამომავლოდ, კი მინდა ყველა ინგლისურ ენოვანი სიმღერა, რაც აქამდე შემიქმნია გავაქართულო“

 

 



კომპოზიციის მოსმენა ჩვენს ტალღაზე უკვე შეგიძლიათ. 



 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00