დახურვა
დახურვა
ბავშვობაში ჩემს ოცნებებში ყოველთვის სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი-სოფო ხალვაში
ბლიც ინტერვიუ მომღერალ სოფო ხალვაშთან

მახსოვს ყველაფერი კარგი,რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, ვცდილობ ნეგატიური 
მოგონებები ჩემი გონებიდან წავშალო. ამიტომ მახსენდება ის მომენტები, რაც
მნიშვნელოვანია ჩემთვის. კონკრეტულად რომ ჩამოვწერო, ჩვენი ინტერვიუ, ალბათ, 
არ დასრულდება.

მენატრება ბავშვობა, ბავშვობის წლები, რომელიც ყოველთვის ტკბილად მახსენდება. 

ვამაყობ ჩემი შვილებით

ვაგროვებ .. არასდროს არაფერი შემიგროვებია, ამიტომ ცოტა მეტი დრო დამჭირდა
ამ კითხვაზე პასუხი რომ დამეწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეგროვებული მაქვს ღვინო, ბოთლებზე ჩემი გამოსახულებით, მათ ძირითად ნაწილს მჩუქნიან და მეც ვაგროვებ.
ასევე ვაგროვებთ ბავშვების თოჯინების კოლექციებს .

ვოცნებობ -ბავშვობაში და ადრე სულ სხვა ოცნებები მქონდა. ისინი ჩვენს წარმოსახვაში 
დროსთან ერთად იცვლება. ბავშვობაში თვალებს ვხუჭავდი და ჩემს ოცნებებში 
ყოველთვის სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, ეს ოცნება ამიხდა. დღეს ჩემი ოცნება
ყოველთვის ჩემს შვილებს უკავშირდება . ძალიან მინდა შედგნენ პირველ რიგში 
კარგ ადამიანებად და მერე უკვე ისეთი პროფესია აირჩიონ, სადაც საკუთარ თავს 
იპოვნიან. 


ჩემი რჩეული სელფი-გამორჩეული სელფი არ მაქვს , თუმცა მაინც გიგზავნით ფოტოს...
გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00