ინგრედიეტები:
"შუს" კრემის ინგრედიენტები: 1 ლ. რძე 3 კვერცხი 5 ს. კოვზი ფქვილი 300 გრ. შაქარი
15 გრ. ვანილი ლიმონის ცედრა 200 გრ. კარაქი
"შუს" ცომის ინგრედიენტები: 7 კვერცხი 200 გრ. კარაქი 0.4 ლ. წყალი 400 გრ. ფქვილი ვანილი და მარილი
მომზადების წესი :
ცომი : 200 გრამი კარაქი, ჭიქანახევარი წყალი და ცოტა მარილი დავდგათ საშუალო ცეცხლზე. კარაქი რომ გადნება დავუმატოთ ჭიქანახევარი ფქვილი, კარგად მოვურიოთ და როგორც კი გასქელდება მასა გადმოვდგათ და გავაციოთ, შემდეგ დავუმატოთ 7კვერცხი, ავთქვიფოთ მიქსერით და გამოვაცხოთ.
კრემი:
3 კვერცხის გული, ჭიქანახევარი შაქარი და 4 სუფრის კოვზი ფქვილი კარგად ავურიოთ და გავხსნათ 1 ლიტრს ადუღებულ რძეში. თან-აუცილებლად ავთქვიფოთ მიქსერით. გაციებულ კრემს შევურიოთ 200გრ კარგად ათქვეფილი კარაქი. დავუმატოღ ვანილი და ცოტა ლიმნის ცედრა. კრემი წავუსვათ გამომცხვარ შუს და ზემოდან მოვაყაროთ პუდრა.