დახურვა
დახურვა
ეკო ფანგანი: ამით ქრისტეს სიყვარულს მხოლოდ დაიბრალებთ

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, ის უფრთხილდება მოქალაქეებს“ – მამა თეოდორე გიგნაძის მიმართვას გამოეხმაურა ტელეწამყვანი ეკო ფანგანი.

 

„მეც ასე ვიცი... ჭეშმარიტი ქრისტიანობა მორჩილებაა. ვნების კვირაში (ისედაც, მაგრამ ახლა უფრო) ჩხუბი, აგრესია (ნებისმიერი ფორმით), ამპარტავნება, სხვაზე ცუდის თქმა, დაწერა, ლანძღვა და ა. შ. მარხული ადამიანისგან არის ფარისევლობა. მე მაპატიეთ, პირადად არავის ვეხები, მაგრამ ასეა. თუ სახელმწიფოს დაემორჩილები, რომელიც მოქალაქეებს იცავს, სახლში ილოცებ და ლიტურგიას ტვ-დან შეხედავ, ამით ქრისტეს უარყოფ?! მგონი, პირიქით. როცა შენს ქვეყანას უჭირს და მთავრობა გთხოვს სულ ცოტა ხნით იზოლაციას, მათთვის ვინც მოხუცია ან უკვე მძიმე დაავადებით არის დაავადებული და შენ ყურად არ იღებ ამ თხოვნას, როცა არღვევ ქვეყნის კანონს, როცა არაფრად მიგაჩნია არც დაავადებული ხალხი, არც მოხუცი, არც ის, ვინც წინა ხაზზე იბრძვის ან თუნდაც ის სამი ადამიანი, ვინც უკვე გარდაიცვალა, ყველას ჯინში უდგები საკუთარი შეხედულებების გამო, ამით ქრისტეს სიყვარულს მხოლოდ დაიბრალებ.. ამას არაფერი აქვს საერთო არც რწმენასთან, არც სასოებასთან და არც სიყვარულთან. ღმერთი ყველგან არის და მას ჩვენი ყველგან ესმის. ერთმანეთის ხათრით მაინც უნდა ვთქვათ ცოტა ხნით უარი გარეთ გასვლაზე. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ #დარჩისახლში- წერს ეკო ფანგანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00