დახურვა
დახურვა
გადაცემა სტუმრად დარდიმანდში

სქემარქიმანდრიტი, მამა სერაფიმე ასურელია და მისი მშობლიური ენა კი არამეული. ქრისტეს ენაზე მოგალობე ბერი, 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინეს.

 მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც "ასურელების მოძღვარი". უწმინდესის იდეა იყო, მამა სერაფიმეს არამეული კარგად შეესწავლა და შემდეგ, ღვთისმსახურება ასურელებისთვის ამ ენაზე შეესრულებინა.

 მამა სერაფიმე უკვე შვიდი წელია სოფელ ქანდაში, 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში მსახურობს. ასევე, უწმინდესისა და  ადგილობრივი მღვდელმთავრის ლოცვა-კუღთხევით  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ასურელებისთვის არმეულ ენაზე წირვას აღავლენს. დღეს საქართველოში მცხოვრები 4 000 ასურელიდან 2 000 სოფელ ქანდაში ცხოვრობს, ამ სოფლის 95% ასურელია და დაახლოებით 90%  ამ ენაზე საუბრობს. 

 რაც შეეხება მამა სერაფიმეს მუსიკალურ მოღვაწეობას, მას მომღერალ ნინო ბაშარულთან ერთად, არამეულ ენაზე საგალობელი აქვს შესრულებული.

 ახლა მამა სერაფიმე მომღერალ ირაკლი ფირცხალავასთან ერთად მუშაობს. პროექტი, არამეულ, ქართულ, ბერძნულ და რუსულ ენებზე შესრულებულ კომპოზიციებს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ეროვნებები ღვთის თვალში, ყველა ერი უფალს თავის ენაზე ადიდებს. ასევე იგეგმება ვიდეო რგოლის გადაღებაც იერუსალიმში, სინას მთაზე, პალესტინაში, საქართველოსა და რუსეთში.

 აპრილის თვიდან მამა სერაფიმე კონცერტის გამართვას რომში გეგმავს. ასევე მოწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან: შვეიცარია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ.

 მამა სერაფიმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ისრაელში პირველად მიემგზავრება, საიდანაც წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებს.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00