აჩი ფურცელაძე საქართველოში დაბრუნდა
პროფესიით ტელე-რადიო
ჟურნალისტი აჩი ფურცელაძე 11 წელია მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის სულ ახლახანს საბოლოოდ დაუბრუნდა
საქართველოს.
აჩიმ მოსკოვში გატარებული წლები გაიხსენა. 2006 წელს ახალმა ჩასულმა სამი წელი მოსკოვის ერთ -ერთ ცნობილ კარაოკე კლუბში ხმის რეჟისორად იმუშავა. შემდეგ იყო რუსული "ვოისი", სადაც მან დიდი აღიარება მოიპოვა. ახალი ხმის შემდეგ აჩიმ მონაწილეობა მიიღო რუსულ პროექტში "მთავარი სცენა". მას არაერთი კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერა აქვს ნამღერი.
სამომავლოდ მომღერალი ტელე-რადიო სივრცეში გამოჩენას გვპირდება.
გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ რადიო დარდიმანდსი ოფიციალურ Facebook გვერდზე.