ნანუკა გულუას (დოჩის) დედა სავადმყოფოშია გადაყვანილი - ,,სტუმრად დარდიმანდში“ეთერში ვერ გავა
რადიო „დარდიმანდი“ ბოდიშს უხდის ერთგულ მსმენელებს და Facebook Live - ს მაყურებელს გადაცემის ,,სტუმრად დარდიმანდში“ არ გასვლის გამო. რისი მიზეზიც მსახიობ ნანუკა გულუას (დოჩის) დედის ჯანმრთელობის გაუარესება გახდა.
ნანუკა გულუამ რადიო დარდიმანდთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დედა მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და ის ზუგდიდიდან თბილისის საავადმყოფოშია გადმოყვანილი.
მსახიობის დედას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხოლო რადიო დარდიმანდის მსმენელს კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს.