დახურვა
დახურვა
სიმღერებსაც ვწერდი და კონსერვატორიაში ჩაბარებასაც ვაპირებდი

რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „შესანიშნავ შვიდეულს“ პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ირმა ინაშვილი სტუმრობდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამამად ისაუბრა ბავშვობაზე, ბავშვობისდროინდელ სურვილებსა და მძიმე მოგონებებზე.

როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად კომპოზიტორობასა და კონსერვატორიაში ჩაბა რებაზე ოცნებობდა, სკოლის ასაკიდანვე წერდა სიმღერებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება ჟურნალისტმა ნაზი შამანაურმა სრულიად შეცვალა:

„ის  ჟურნალისტი იყო, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა არ დაინდო, ის ჩემს თვალწინ დააპატიმრეს, ეს ყველაფერი იმდენად დამრჩა მეხსიერებაში, რომ ნაზის თავიდან ბოლომდე შესწავლა დავიწყე. ყველა ადამიანი ბავშვობაში ვიღაცას ბაძავს, ჩემთვის მისაბაძი იყო ნაზი შამანაური, ამიტომ დავემშვიდობე მუსიკას და გავხდი ჟურნალისტი“.

დატვირთული რეჟიმის მიუხედავად პოლიტიკოსს შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა დედის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები, რჩევებსაც აძლევენ და მისი პოლიტიკური გამოწვევები მოსწონთ კიდეც. თავად ჟურნალისტს კი პოლიტიკოსობა რთულ ამოცანად მიაჩნია, თვლის, რომ მისი ადამიანური უფლებები შეზღუდულია, ქუჩაში ხელების გაშლით დაწყებული და კაფეში თავისუფლად დაჯდომით დამთავრებული, თუმცა ყველაზე მძაფრად საზოგადოების ნაწილის აგრესიულობას და სოციალურ ქსელში უცენზურო მიმართვას აპროტესტებს,  თვლის, რომ აგრესიის მთავარი მიზეზი შურია:

„შურის გრძნობა ყველა ჩვენგანშია, მაგრამ ის ჩვენვე უნდა მოვკლათ, ისე ნორმალურ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ“ .

თავს პრნციპულ ადამიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ პრინციპების გამო, წლების წინ, კარიერაში ბევრი რამ დათმო, თუმცა არ ნანობს და ახლა სხვასაც ურჩევს: 

„მთავარი პრონციპები და რწმენაა...“

 ამბობენ: პოლიტიკოსებს იუმორის გრძნობა აკლიათო, რასაც „პატრიატთა ალიანსის“ წევრზე ვერ ვიტყვით, ირმა ინაშვილმა წამყვანთან საუბარში, იუმორით გაიხსენა თავისი ცნობილი ცეკვის ვიდეო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანელების ქორწილშია გადაღებული. მომხრეა ჯანსაღი იუმორის, თუმცა ცინიზმი აღიზიანებს.

გადაცემა „შესანიშნავი შვიდეულის“ ფორმატიდან გამომდინარე, გადაცემის სტუმარი ეთერის პოლოს ბლიც კითხვებს პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ტყუილი გამართლებულია, როდესაც - ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ყველაზე მშვიდად ვარ, როცა - ვლოცულობ.

ხშირად ვრისკავ - ძალიან.

როგორი ხასიათი აქვს ირმა ინაშვილს - ფიცხი.

რა არის თქვენთვის თავისუფლება - ის ვთქვა, რასაც ვფირობ.

როგორი მინდა ადამიანებს ვახსოვდე - კეთილი.

რომელ პროფესიაში ვერ ხედავთ საკუთარ თავს - ქირურგიაში.

რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად - ბებიაზე, რომელიც სულ მენატრება.

რაზე არ იტყვით უარს არასოდეს - გადაცემაში მონაწილეობაზე, რომელიც მიყავს ახალგაზრდა ჟურნალისტს.

რა არის თქვენთვის დრო - დრო ძვირფასია, მას ახლა უფრო ვაფასებ.

ყველაზე დიდი მიღწევა - ჩემი შვილები, მე ვარ დედა.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად - ბორჯომი და თავისუფალი დრო.

პირველი ხელფასი - 50 მანეთი.

ჟურნალისტიკა თუ პოლიტიკა - ჟურნალისტიკა.

ათიდან, რამდენიი ქულით შეაფასებდით საკუთარ ბედნიერებას - სადღაც შუაში.

რამდენი მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს  წარმატების მისაღწევად - მიზანდასახულობა და ბრძოლისუნარიანობა.

შეგახსნენებთ, რომ გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ გადის ყოველ ხუთშაბათს 18:00 საათზე.


მარიამ ნებიერიძე.

2017 წელი. რადიო „დარდიმანდი“

 

 

 

 

 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00