დახურვა
დახურვა
მიხარია, რომ ერთ ადამიანს მაინც ვაჩუქე სიცოცხლე

სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო, გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე მომღერალმა ყველასთვის მოულოდნელად სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა და წარმატებითაც დაასრულა, თუმცა სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია, უფრო მეტიც, მისი დებიუტი კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერით სახელწოდებით „მითხარი“ შედგა, კომპოზიციამ აჩიკო მეფარიძეს საყოველთაო აღიარებაც მოუტანა. 

დღესდღეისობით არავინ დაობს, რომ მან ქართულ ესტრადაში თავისი კვალი დატოვა, როგორც აღმოჩნდა, მას სამედიცინო სფეროშიც დიდი დამსახურება აქვს, კერძოდ, ლატვიაში, ქალაქ რიგაში სამძებრო-სამაშველო სამსახურის ექიმ-ლეიტენანტად მსახურობდა, სადაც სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოხვდა, მომღერალი იხსენებს, რომ სწორედ რიგაში მუშაობის დროს შეხვდა რაიმონდ პაულს და ოდნავ მოგვიანებით მის ჯაზ-კვარტეტში სიმღერაც დაიწყო. 

აჩიკო მეფარიძის სამედიცონო კარიერა ამით არ მთავრდება. ის თერთმეტი წლის განმავლობაში ციხის საავადმყოფოს ქირურგი გახლდათ, ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი მძიმე პერიოდია, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ ბევრი  პაციენტის სიცოცხლე იხსნა.

„მახსენდება ერთ-ერთი რთული ოპერაცია, როცა პაციენტი გულის არეში დაჭრილი შემოიყვანეს, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მასთან დღემდე მაქვს კონტაქტი, ახლა შეიძლება მისმენს კიდეც და მიხარია, რომ ერთ ადამიანს მაინც ვაჩუქე სიცოცხლე“. 

წლების წინ, როცა მომღერლის კარიერას იწყებდა, პოპულარობა თვითმიზანი არ ყოფილა, თუმცა ფაქტია, ხალხმა ის შეიყვარა. როგორც თავად ამბობს, სიმღერამაც „მითხარი“ ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა: „ეს იყო კომპოზიცია, რომელმაც ახალი ეპოქა დაიწყო ქართულ შოუბიზნესში, მახსენდება, პერიოდები, როცა ჩემი ფანები ცრემლნარევი ემოციური ყიჟინით მხვდებოდნენ“.

მომღერალმა რადიო დარდიმანდის ეთერში გაგვიმხილა, რომ ახალ წელს, ბაკურიანში თავისი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგება და ასე მიულოცავს მათ 2018 წელს.

გადაცემა „შესანიშნავი შვიდეულის“ ფორმატიდან გამომდინარე, გადაცემის სტუმარი ეთერის ბოლოს ბლიც კითხვებს პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ათი ქულიდან რამდენით შეაფასებით საკუთარ ბედნიერებას? - ათივე ქულით.

როგორი ხასიათი აქვს აჩიკო მეფარიძეს? - ძალიან მძიმე.

ადვილად პატიობ? - კი.

ცხოვრების ბედნიერი მომენტი - გამიჭირდება გამორჩევა.

დაასრულეთ ფრაზა: არ დაიჯერებთ, მაგრამ - თავიდან ვიწყებ.

ამოჩემებული სიმღერა - ბევრი მაქვს, გააჩნია ხასიათს.

როგორია ნასვამი აჩიკო მეფარიძე - ფანტასტიური.

ქართული ტრადიცია, რომელიც არ მოგწონს - ბევრი, მაგალითად სუფრის.

დროის შემდეგ როგორი გსურთ რომ ადამიანებს ახსოვდეთ - არ ვიცი, კარგი. 

რამდენად სწორდად იყენებ დროს? - სწორად ვერ ვიყენებ, ზოგჯერ ვჩქარობ, ზოგჯერ 

პირიქით. 

ვის რჩევებს ითვალისწინებთ ყველაზე მეტად? - ჩემი დის და რამდენიმე მეგობრის.

ვამაყობ - რომ ქართველი ვარ.

ვერიდები - უსიამოვნებას.

მძულს - სიცრუე.


მარიამ ნებიერიძემ 

2017 წელი. რადიო „დარდიმანდი“

 

 


 

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00